COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათ სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქმედით მექანიზმებს შეიმუშავებს. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას. გთხოვთ, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, შეავსოთ და ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე განთავსებული განცხადების ფორმა.

განაცხადი/კითხვარი

მოქალაქის დახმარებისათვის სამშობლოში დაბრუნების მიზნით